17 ნოემბერი 2019,   17:27
ვრცლად
სახალხო დამცველი პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტებს სწავლობს

სახალხო დამცველმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შეწყალების აქტები გამოითხოვა. საუბარია პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირებზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მისი არჩევის დღიდან შეიწყალა. ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი, ჯერჯერობით, საკითხის მოკვლევის პროცესშია.

“ჩვენ გამოვითხოვეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ყველა ის შეწყალების აქტი, რაც პრეზიდენტმა განახორციელა მისი არჩევის დღიდან. თუ შეწყალებული იქნება არაგონივრულად მოკლე ვადაში, ძალიან მალე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან, ეს უთანაბრდება სასჯელიდან გათავისუფლებას და რეალურად, სახელწმიფო შეიძლება იყოს ბრალდებული იმაში, რომ მან დაარღვია პირის სიცოცხლის უფლება," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  

დღის ამბები