16 დეკემბერი 2019,   17:42
ვრცლად
"ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც უნდა განხორციელდეს" - ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი პროექტია და პარტნიორებს შორის უთანხმოების მიუხედავად, ის უნდა შედგეს.

"ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, იმის მიუხედავად, რომ ამჯერად არსებობს გარკვეული უთანხმოებები პარტნიორებს შორის და ნდობის ნაკლებობა. ეს საკითხი განიხილება ძალიან ვრცლად მედიაში. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ორივე მხარისგან ვისმენთ დადებით განწყობას და მზაობას, ვფიქრობ მისი მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები