17 ნოემბერი 2019,   17:08
ვრცლად
"დაუძახიათ გოგოებს, დანით არის და გაიქეცითო" - მოზარდის დაჭრის ახალი დეტალები

მოზარდის დაჭრის ფაქტი მეტროსადგურ ახმეტელთან - უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც მოზარდი დაჭრა, ცივი იარაღი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ობიექტიდან აიღო. ამის შესახებ სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლები ჰყვებიან. ისინი "კურიერთან" მომხდარის დეტალებს იხსენებენ, თუ რა ვითარებაში მიაყენა უცნობმა მამაკაცმა მოზარდს ჭრილობები. მათი თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

"ჩხუბი მოხდა გარეთ. გოგოები ცდილობდნენ, რომ გაეშველებინათ, მერე ერთ-ერთი შემოვარდაო და გაიქცა პირდაპირ "კრანისკენ". ეტყობა იცოდნენ, რომ იქ დანა, ჩანგალი, კოვზია და პირდაპირ გაიქცა იქით, რომ აუღია დანა და რომ გამოქცეულა, დაუძახიათ ამ გოგოებს, დანით არის და გაიქეცითო“ - ამბობს სავაჭრო ობიექტის წარმომადგენელი.  

მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრილი არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების თქმით, ის მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი, სერგო ოსმინკინი დააკავეს. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

დღის ამბები