20 ნოემბერი 2019,   21:16
ვრცლად
"ხელისუფლება ცდილობს თავი გაიმართლოს ამერიკულ მხარესთან" - "ლელოს" წევრი ანაკლიის პორტის პროექტზე

ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი?" ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებია. მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელებმა ამ თემაზე საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოში" ისაუბრეს.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრის განცხადებით, რუსეთს ბიძინა ივანიშვილზე გამაფრთხილებელი თუ ზემოქმედების ბერკეტები აქვს, რითიც ის ცდილობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ აშენდეს. ლევან ბოძაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს პროექტის ჩავარდნა კონსორციუმს გადააბრალოს.

"არ უნდათ ანაკლიის აშენება ფაქტია, დადასტურდა ის, რაც ჩვენ გუშინ მამუკა ხაზარაძისგან მოვისმინეთ. შოკის მომგვრელი იყო მართლაც. რუსეთს აქვს რაღაც განსაკუთრებული დამაშინებელი, გამაფრთხილებელი თუ ზემოქმედების რაღაც ბერკეტები კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც მისი ნებით თუ ძალაუნებურად ცდილობს, რომ ეს პროექტი არ აშენდეს საერთოდ. ხელისუფლება ცდილობს პროექტის ჩავარდნა გადააბრალოს კონსორციუმს იმისათვის, რომ თვითონ ასე ვთქვათ თავი გაიმართლოს ამერიკულ მხარესთან," - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა

დღის ამბები