17 ნოემბერი 2019,   13:22
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს შორის შექმნილ დაპირისპირებას გამოეხმაურა

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის უხერხულია ისეთი ტიპის წინასწარი განცხადებები, სადაც მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ შერბილებული ტონი იგრძნობა. სწორედ ეს არის ის ძირითადი საკითხი, რაც ახლა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებს შორის ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული "დოვლათის" მნიშვნელოვანი ნაწილი მიითვისა და როგორც თავად მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მას ეს არ უნდა შერჩეს.

"დღეს წინასწარ გამოცხადება იმისა, რომ ყველას ყველაფერი შერჩება ნიშნავს, რომ ვეუბნებით, რომ მოიპარეთ რაც შეიძლება მეტი, გაძარცვეთ ხალხი რაც შეიძლება მეტი და შეგრჩებათ ხახვივით, თუ მთავრობა არ შეიცვლება ხო შეგრჩებათ და თუ შეიცვალა - მაინც შეგარჩენთ. ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. მე იმ პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო, რომელიც ამას ამბობს, თქვენ ქონებას რომ შეხებოდნენ ასე, თქვენ რომ გაეძარცვეთ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია? მაშინ ხალხის დოვლათმა და ხალხის ქონებამ რა დააშავა? ივანიშვილმა მიითვისა ეროვნული დოვლათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, მეგობრებო. ამგვარად, საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა შერჩეს, არ არის სწორი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები