17 ნოემბერი 2019,   14:53
ვრცლად
იაპონიაში სტიქიამ რამდენიმე ქალაქი გაანადგურა

იაპონიაში სტიქიამ რამდენიმე ქალაქი მთლიანად გაანადგურა. დატბორილია ქვეყნის ცენტრალური ნაწილი. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

პოლიციელები, მეხანძრეები, სანაპირო დაცვის წევრები და სამხედროები დაღუპულებს ეძებენ და სტიქიის ზონებში დარჩენილების გამოყვანას ცდილობენ.

სამაშველო ოპერაციაში 100 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული. მოსახლეობა ამ დრომდე რჩება ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე.

ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, არიან დაკარგულებიც. 

ტაიფუნი "ჰაგიბისი" ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. 

დღის ამბები