17 ნოემბერი 2019,   14:15
ვრცლად
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინვესტორების ვინაობა ცნობილი ხვალ გახდება

ხვალ გახდება ცნობილი იმ ორი უმსხვილესი ინვესტორის ვინაობა, რომლებთან მოლაპარაკებებიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარმატებით დაასრულა.

საბოლოო შეთანხმებაზე კონსორციუმი ახლა ხელისუფლების პასუხს ელოდება, თუ როგორ და რა ფორმით შედგება თანამშრომლობა.

"ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ კონკრეტული გამოსავალი, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას გულისხმობს, რომ ეს პროექტი წინ წავიდეს და დასრულდეს წარმატებით. ვფიქრობ, რომ ბურთი არის მთავრობის მხარეს. ახლა უნდა დაველოდოთ მათ კონკრეტულ პოზიციას ჩვენ შეთავაზებაზე. დედლაინი არის ხვალ, 15 ოქტრომბერს და მთავრობას აქვს დრო განიხილოს ის შეთავაზება, რომელიც ჩვენ გავუკეთეთ და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ როგორ მოვიქცეთ,"- აცხადებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი. 

"კონსორციუმის მხრიდან, "კონტის" შემცვლელად ამ ეტაპზე წარმოდგენილია ორი კომპანია. კომპანია "მერიდიანი", რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილია და ასევე ჰოლანდიური კომპანია "ვან ორდი". ახალი ინვესტორის შეთანხმება, ეს არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურა, რომელსაც სჭირდება სამთავრობო კომისიის გადაწყველება. თითქმის ყველა საკითხზე პრინციპული შეთახმება მიღწეულია,"-აცხადებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ჯავახაძე.

შეგახსენებთ, რომ პროექტიდან, რომელზეც სახელმწიფომ 58 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო "თიბისი ჯგუფისგან" 72 მლნ დოლარი უკვე გამოყოფილია, ამერიკული "კონტი ჯგუფი" 15 აგვისტოს გავიდა.

დღის ამბები