17 ნოემბერი 2019,   13:46
ვრცლად
შალვა ნათელაშვილმა სირიის ტერიტორიაზე თურქეთის საბრძოლო მოქმედებები დაგმო

თურქეთის საელჩოს წინ "ლეიბორისტულმა პარტიამ" ბრიფინგი გამართა. პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თურქეთის საბრძოლო მოქმედებები სირიის ტერიტორიაზე დაგმო და ქურთ ადგილობრივებს სოლიდარობა გამოუცხადა. 

"დღეს ალბათ ყველაზე ქრისტიანული საქმე იქნება სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ქურთ ძმებს და დებს, რომლებიც ამ წუთშიც თურქეთის ავიაციის მიერ იბომბებიან. ჩვენ მოვითხოვთ თურქეთის ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ქურთული ზონებიდან, იმ ტერიტორიებიდან, სადაც ცხოვრობს ძალიან გმირი და მაგარი ხალხი და რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები