20 ნოემბერი 2019,   08:04
ვრცლად
ქალზე ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა ნინოწმინდის ერთ-ერთ სოფელში. 10 დღის წინ ახალგაზრდა ქალზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ  მამა-შვილი დააკავა.

გამოძიების ვერსიით, 43 წლის მამაკაცი მამასთან ერთად საკუთარ ცოლს სცემდა, ასევე მამაკაცი ქალს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მოკვლით ემუქრებოდა.

მამამთილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, ქმარი კი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

დაზარალებულის მეზობლები მედიასთან არ საუბრობენ. მათი თქმით მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობენ და მხოლოდ პოლიციის გამოძახების შემდეგ შეიტყვეს ინციდენტის შესახებ.

გამოძიება ოჯახში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაიწყო.

 

დღის ამბები