20 ნოემბერი 2019,   20:24
ვრცლად
თელავში ორი ადამიანი დაჭრეს

თელავში ორი ადამიანი დაჭრეს. 21 წლის ახალგაზრდამ ორ მამაკაცს დაზიანებები მუცლისა და ყელის არეში მიაყენა.ერთ-ერთი დაზარალებული გადარჩა, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება მეორე დაზარალებულის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

შემთხვევა ჩოლოყაშვილისა და დავით რექტორის ქუჩის კვეთაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ერთმა მამაკაცმა ორს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია.

 

დღის ამბები