20 ნოემბერი 2019,   22:42
ვრცლად
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ახალი კადრები

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული შესაძლოა ახალი კადრების გამოჩენის შემდეგ თავდაყირა დადგეს. ადვოკატის ინფორმაციით, ახალ ვიდეოში ჩანს, რომ სავარაუდოდ პირველად, გივი ცინცაძის მიმართულებით ლევან ძნელაძემ ისროლა. თუ ექსპერტიზის შემდეგ ვერსია დადასტურდება, შესაძლოა დაწყებული გამოძიება გადაკვალიფიცირდეს.

შესაძლოა, ძნელაძეს დაზარალებულის სტატუსი ჩამოართვან და ბრალი წაუყენონ. დაკავებულების ადვოკატმა ამ კადრების საფუძველზე ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვა. უფლებადამცველი ამტკიცებდა, რომ დაკავებულები თავს იცავდნენ, თუმცა ეს შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

დაზარალებულის ოჯახის წევრები გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები