12 ნოემბერი 2019,   15:22
ვრცლად
ახალი დეტალები ხაშურში მომხდარი მკვლელობის საქმეში - "კურიერმა" ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა

ახალი დეტალები ხაშურში მომხდარი მკვლელობის საქმეში. "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა საქმეში მესამე ფიგურანტის არსებობა გამოიკვეთოს.

ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახი 2 დღიან დუმილს არღვევს და "კურიერს" უყვება, რომ მკვლელობამდე ნათია გოგალაძის მეგობარი მამაკაცი ირაკლი დეკანოიძეს ურეკავდა და ემუქრებოდა. აქვს თუ არა ინფორმაცია გამოძიებას, დაიკითხა თუ არა დასახელებული პირი, ჯერჯერობით უცნობია.

დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ, შემდეგ კი სასამართლომ აღმკვეთზე უნდა იმსჯელოს.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი

დღის ამბები