20 ნოემბერი 2019,   08:44
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ყიფშიძეზე - ადვოკატის მტკიცებით, სროლა დაზარალებულმა დაიწყო

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ ისევ პატიმრობაში დატოვა. პროცესზე ადვოკატები მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას იმ ვიდეო მტკიცებულებით თხოვდნენ, რომელიც დაპირისპირების დეტალებს ასახავს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით, რომელიც უკვე 1 კვირაა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაპირისპირების ინიციატორი დაზარალებულია, რომელიც შეიარაღებული იყო და ბრალდებულები მხოლოდ, მისგან თავდაცვას ცდილობდნენ.

"ვითომდა, დაზარალებული ახორციელებს პირველ გასროლას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართულებით, სულ ისვრის 3-ჯერ, ჭრის ერთ-ერთი ბრალდებულის შვილს, გივიკო ცინცაძეს, შემდგომ ეს პირი, დაჭრილი, მას იარაღზე კიდებს ხელს, მასთან ერთად ვარდება ძირს, აი სწორედ განიარაღების თვალსაზრისით, არ უარყო ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, დიახ, ბატონო მოსამართლევ, მე რაც ხელში მომხვდა ჩავარტყი, მაგრამ მას ეჭირა იარაღი, რომლის სასხლეტზეც ხელი ჰქონდა შეყოფილი გივიკო ცინცაძეს და სასხლეტი, რომ გასროლილიყო გივიკო ცინცაძეს ერთი ტყვია უკვე ფეხში ჰქონდა და მეორე გულში მოხვდებოდა. შესაბამისად რეალური კადრები გამოჩნდა დღეს, რომ აქ, იყო თავდაცვა,"- განაცხადა ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა.

სისხლიანი გარჩევა ვაკეში 30 სექტემბერს მოხდა. საქმეში 5 პირი ფიგურირებდა, დაპირისპირება 2 პირის დაჭრით დასრულდა.

დღის ამბები