20 ნოემბერი 2019,   08:35
ვრცლად
ძალადობდა თუ არა ყოფილი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საკუთარ შვილებზე - დეკანოიძეს მეზობლები დადებითად ახასიათებენ

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს მეზობლები დადებითად ახასიათებენ. "კურიერს" ირაკლი დეკანოიძის მეზობლებმა უთხრეს, რომ დაკავებული უკონფლიქტო პიროვნება იყო. 

"წყნარი მშვიდი ოჯახი იყო, არც კონფლიქტი არასდროს არ ყოფილა,ოჯახიდან ხმამაღალი ხმა არ გამოსულა. ბოლოს გავიგეთ, რომ ბავშვების დედა იყო იტალიაში წასული და შვილებს ზრდიდა მამა, თანაც საუკეთესოდ,"-უყვება "კურიერს"ირაკლი დეკანოიძის მეზობელი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ძალადობდა თუ რა მამა ბავშვებზე, მეზობლები დაკავებულ მამაკაცზე ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ირაკლი დეკანოიძე, რომელიც პოლიციამ ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დააკავა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები