16 ოქტომბერი 2019,   15:35
ვრცლად
ბათუმის სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ დააკმაყოფილა

ბათუმის სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. საუბარია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილ კომისიაზე, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს კანდიდატთა დოკუმენტაციას შეისწავლის. "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვდა იმ აქტის გაუქმებას, რომლითაც კომისია შეიქმნა.

საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბრიფინგზე ისაუბრეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შერჩევითი სამართალია და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

"სახეზეა რა თქმა უნდა შერჩევითი სამართალი იმიტომ, რომ კოხრეიძის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების 1%-იანი შანსიც კი არ არსებობს. ამ სარჩელის საფუძველზე შეჩერდა მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა დირექტორის არჩევის ნაწილში, ხოლო ჩვენი სარჩელის შემთხვევაში, სადაც არის კარგად დასაბუთებული და გვაქვს მტკიცებულება წარდგენილი იმისა, რომ დაირღვა კანონი, კერძოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი. ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაშიო დაირღვევა ასე ვთქვათ, შეილახება ტელევიზიის ინტერესები," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ.

დღის ამბები