16 ოქტომბერი 2019,   16:57
ვრცლად
პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასამართლოს მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასამართლოს მიმართა. პროკურატურა აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა რას ითხოვს სასამართლოსგან საგამოძიებო უწყება არ აკონკრეტებენ,ცნობილია,რომ პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ12:30 წუთზე გაიმართება,დეპუტატის საქმეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი გაუძღვება.

შეგახსენებთ, რომ ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს გენერალურმა პროკურატურამ მისი ყოფილი თანაშემწის თამთა თოდაძის ეპიზოდზე ბრალი გუშინ წაუყენა, თოდაძეს კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს გამოძიება თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება.

დღის ამბები