16 ოქტომბერი 2019,   16:03
ვრცლად
სასულიერო პირების დაშვება დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში - პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში სასულიერო პირების დაშვებას გამოეხმაურა. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ მიესალმება შედეგს, რომელიც პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტს მოჰყვა. 

"ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისა და ისტორიის გათვალისწინებით, ქართული საზოგადოებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, აუცილებლად მოიძებნება ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები,"- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან დავით-გარეჯში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება.

დღის ამბები