16 ოქტომბერი 2019,   16:04
ვრცლად
მარნეულში სროლის დროს ორი მამაკაცი დაჭრეს

ქალაქ მარნეულში ერთ-ერთ ჩაიხანაში სროლის დროს ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მომხდარზე  ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის  განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"კურიერის" ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიციას ეჭვმიტანილები დაკავებულები არ ჰყავს და მათი დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები, გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა. ამ დრომდე უცნობია მომხდარის მიზეზი.

დღის ამბები