16 ოქტომბერი 2019,   15:33
ვრცლად
ბორჯღალოსნები იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ავსტრალიას დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო თასზე 11 ოქტომბერს ბოლო შეხვედრას გამართავს.

ქალაქ შიზუოკაში ბორჯღალოსნები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ავსტრალიას დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ მილტონ ჰეიგისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ეს ბოლო მატჩი იქნება.

ასევე ბოლო შეხვედრას ჩაატარებს ნაკრების შემადგენლობაში ლაშა მალაღურაძე.

ტრადიციულ, მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად ეროვნული ნაკრების სამი მორაგბე გამოცხადდა. ბორჯღალოსნებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს და მომავალ მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან სრულდება, ეს იყო წარმოუდგენლად კარგი 8 წელი. საქართველოს ნაკრებში მუშაობა ჩემთვის პატივი იყო. ახლა სრულად მომავალ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. ავსტრალია, რასაკვირველია, ფავორიტია, ვეცდებით თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ,“ – განაცხადა მილტონ ჰეიგიმ.

მორაგბე სოსო მათიაშვილის თქმით, ნაკრები შეეცდება მსოფლიო ჩემპიონატზე მაქსიმალური შედეგი აჩვენოს.

"ყველა ჩვენგან მაქსიმუმს მოითხოვს და ჩვენც, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს მოვითხოვთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებით დავასრულოთ ეს მსოფლიო ჩემპიონატი,“ - აღნიშნა სოსო მათიაშვილმა.

საქართველოს-ავსტრალიის სარაგბო დაპირისპირება ხვალ თბილისის დროით 14 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

დღის ამბები