16 ოქტომბერი 2019,   15:59
ვრცლად
გედევანიშვილის ქუჩაზე 300 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა

ხუთი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული ამ წუთებში ჩუღურეთის რაიონში. ცეცხლი გედევანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავს უკიდია.
ხანძრის შედეგად, 300 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

მაშველების ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს. არავინ დაშავებულა.

დღის ამბები