16 ოქტომბერი 2019,   15:45
ვრცლად
2020 წლის ბიუჯეტი - პროექტზე დღეს ოპოზიციური ფრაქციები იმსჯელებენ

საპარლამენტო კომიტეტების შემდეგ 2020 წლის ბიუჯეტზე მსჯელობა ფრაქციებში ინაცვლებს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტზე დღეს "ევროპული საქართველოსა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ცალ-ცალკე იმსჯელებენ.

ოპოზიცია წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ უჭერს და მას მავნებლურად აფასებს.

"იზრდება საგარეო ვალი 1.8 მილიარდით, შიდა ვალი 900 მილიონით იზრდება. კონკრეტულად ოქტომბერში შიდა ვალი 400 მილიონით გაიზრდება და ფაქტობრივად, წინა საარჩევნოდ აპირებენ ბიუჯეტის ხარჯების გაწევას ვალებით, რომელიც ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს ფასებისა და ლარის სტაბილურობაზე,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში სიღარიბის მატება ბიუროკრატიულმა ხარჯებმა და გადასახადების ზრდამ გამოიწვია.

"პრობლემები, რასაც ჩვენ ვხედავთ იგივეა, რაც წინა წლების ბიუჯეტში. მთავრობა ვერ აღიქვამს და არ აქვს გაცნობიერებული თუ რა გაჭირვება და სიღარიბეა ქვეყანაში და როგორ გააღრმავა ეს  სიღარიბე ფასების მატებამ, რაც თავის მხრივ გამოიწვია მთავრობის მხრიდან ბიუროკრატიული ხარჯების ზრდამ და გადასახადების მატებამ,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

დღის ამბები