15 დეკემბერი 2019,   11:56
ვრცლად
ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულმა დეპუტატმა დუმილი "კურიერთან" დაარღვია

ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული დეპუტატი დუმილს არღვევს. მთელი კვირის განმავლობაში დაგროვილ ბრალდებებზე "კურიერთან" ილია ჯიშკარიანმა საავადმყოფოდან ისაუბრა.

მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ილია ჯიშკარიანის უფლებებს იცავს, ამბობს, რომ ჯიშკარიანი პარტიამ გაწირა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სასამართლოში ჯიშკარიანის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

საქმის მასალების გასაცნობად, თამთა თოდაძე საგამოძიებო უწყებაში დღეს თითქმის სამის განმავლობაში იმყოფებოდა, მაგრამ დეტალებზე მედიასთან აღარ ისაუბრა. მას დღეს ხელი გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინეს. ამასთან თოდაძე დარწმუნებულია, რომ დაცვის მხარე ვერ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლებითაც ჯიშკარიანი გამართლდება.

შეუფარდებენ თუ არა წინასწარ პატიმრობას ძალადობასა და სექსუალური შევიწროებისთვის ბრალდებულ დეპუტატს, ხვალ გაირკვევა. 48 საათიანი ვადა გამოძიებას ხვალ ეწურება.

დღის ამბები