16 ოქტომბერი 2019,   16:46
ვრცლად
ბრიტანეთი ისტორიული შაბათისთვის ემზადება

დიდი ბრიტანეთი ისტორიული შაბათისთვის ემზადება. 19 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის დასრულებისთანავე ბრიტანეთის პარლამენტი საგანგებო სხდომას გამართავს.

17 და 18 ოქტომბერს ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმების მიღწევა უნდა შეძლონ. თუ შეთანხმება შედგა, ბრიტანეთის პრემიერი დოკუმენტს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. იმ შემთხვევაში კი, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ბრიტანეთის პარლამენტი ორ ვარიანტს განიხილავს, ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებას ან ბრექსიტის შეჩერებას.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. 

დღის ამბები