16 ოქტომბერი 2019,   16:19
ვრცლად
ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში ცნობილი არიან

ქიმიის დარგში ნობელის პრემიის მფლობელები ამერიკელი ჯონ გუდინაფი, ინგლისელი სტენლი ვიტინგჰემი და იაპონელი აკირა იოშინო გახდნენ.

მეცნიერებმა პრემია ლითიუმ-იონური ბატარეების განვითარებისათვის მიიღეს. ეს ის ბატარეებია, რომლებიც ახლა ყველგან გამოიყენება, მობილური ტელეფონიდან დაწყებული, ელექტროავტომობილებით დამთავრებული.

დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება.

დღის ამბები