16 ოქტომბერი 2019,   16:02
ვრცლად
"მესმოდა ხმა, თქვი, თორემ დედას *********"- გეთაშვილის მამა ირწმუნება, რომ მის შვილს ჩვენების მიცემა აიძულეს

35 წლის დავით მუმლაძის წამებით მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი გეთაშვილის მამა ჯონი ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ მის შვილს ჩვენების მიცემა აიძულეს.

"ჯერ გვეუბნებოდნენ, აქ არა გვყავს შენი შვილიო, სად არის, ვეუბნები, მანახეთ, შევხედავ თვალებში და ამოვიცნობ ვინ არის, ჩემი შვილი არ არის მკვლელი, მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ ამაში. ფანჯრიდან მესმის ხმა, - "თქვი ასე, თუ არა დედას **********ო,"- აცხადებს ჯონი ოქრუაშვილი.

საქმის პროკურორის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს პროკურატურა იმისთვის, რომ ყველა საჭირო მტკიცებულება მოიპოვონ კანონის სრული დაცვით და საქმე წარდგეს სასამართლოში ისე, რომ ბრალდება დაადასტურონ.  

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები