14 ოქტომბერი 2019,   19:29
ვრცლად
დავით გარეჯში სასაზღვრო ბაზის გახსნას ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვა

დავით გარეჯში სასაზღვრო ბაზის გახსნას, ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. გარეჯში ვითარების გასაცნობად დღეს გიდების და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ჩასვლას გეგმავს. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გარეჯში სასაზღვრო ბაზა გახსნა.

ადგილზე კეთდება პირველი შეფასებები, მათ შორის სასულიერო პირების მხრიდან. სასულიერო პირები, ფიქრობენ, რომ მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო მძიმდება, ამ პროცესის დროს კი შესაძლოა სამონასტრო კომპლექსის ნაწილი დაიკარგოს. 

მორჩილი ზაზა ტატუნაშვილი აღნიშნავს, რომ ბაზა აშენდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ეკუთვნის. - "ბაზა საქართველოს ტერიტორიაზეა აშენებული. სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, რომ მშენებლობები წარმართოს,"- აცხადებს ზაზა ტატუნაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს წერილით გუშინ მიმართა. წერილში, რომელიც გავრცელდა, ილია მეორე დემარკაციის პროცესის დასრულებამდე სტატუს-კვოს აღდგენას მოითხოვს.

 

 

დღის ამბები