16 ოქტომბერი 2019,   16:53
ვრცლად
ორთაჭალაში მოპარული მანქანა ნაპოვნია - პოლიცია დამნაშავეს ეძებს

სამართალდამცველებმა ორთაჭალაში მოპარულ TOYOTA-ს მარკის ავტომობილს ქურდობის ადგილიდან ახლოსვე მიაკვლიეს, ამის შესახებ "კურიერს" შს სამინისტროდან აცნობეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილი მფლობელს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე გადაეცემა.

პოლიცია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.

უწყების ცნობით, თბილისში, ორთაჭალაში TOYOTA-ს მარკის ავტომობილის ქურდობის ფაქტს პოლიცია სსკ-ის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.

დღის ამბები