16 ოქტომბერი 2019,   15:31
ვრცლად
პოლიციამ რუსთავში 35 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი დააკავა - შსს

პოლიციამ რუსთავში მომხდარი 35 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 5 პირი. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან პირს, რომელიც წარსულში ნასამართლევია. ასევე, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები არიან დაკავებულნი. ამავე ბრალდებით, ასევე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველიც.

გამოძიებით დგინდება, რომ შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მკვლელობაში ბრალდებულებმა ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულს, რომელიც მოკლულის მეგობარია, ასევე ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს დახმარებისთვის მიმართეს.

უკანონოდ აღუკვეთეს ახალგაზრდა მამაკაცს თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და მტკვრის ნაპირზე, ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით,  ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს.

დღის ამბები