16 ოქტომბერი 2019,   15:34
ვრცლად
მტკვარმა ნაწამები მამაკაცის ცხედარი გამორიყა

კიდევ ერთი მკვლელობა. რუსთავში მტკვარმა ნაწამები მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გვამს 30 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. მოკლული იდენტიფიცირებულია, ის 36 წლის დავით მუმლაძეა, რომელსაც ოჯახი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა.

პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე დაღუპულის მეგობარი დაიბარა. მას მთელი დღეა რუსთავის პოლიციაში კითხავენ. ახლობლების ინფორმაციით, მოკლული ბოლოს სწორედ ამ მეგობარმა ნახა.

დააკავებენ თუ არა ახალგაზრდა მამაკაცს? - ოჯახის წევრები, ადვოკატი და უფლებადამცველები პოლიციის შენობაში შეშვებას და ბრალდებულის ნახვას ითხოვენ, ისინი უკვე რამდენიმე საათია, პოლიციის შენობასთან უშედეგოდ დგანან.

დღის ამბები