16 ოქტომბერი 2019,   15:35
ვრცლად
ძალადობა ბავშვზე

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში შუახნის მამაკაცი 5 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. ცნობილია, რომ მამაკაცი წარსულშიც რამდენჯერმეა ნასამართლევი. მცირეწლოვანი გოგონას დედის ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ახლობელია.

5 წლის ბავშვის დედა  იმ დღე სიხსენებს, როცა მცირეწლოვანი შვილის დაცვის გამო ნათესავი დაემუქრა. მაშინ მუქარის სიმძიმე ვერ გაიაზრა, რადგან ფაქტები, რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დედისთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა. ამბობს, რომ მამაკაცი ბავშვს მასთან ფიზიკურ შეხებას აიძულებდა.

ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ბავშვმა მომხდარის შესახებ დედას უამბო. შემთხვევის შემდეგ, მცირეწლოვანის ოჯახმა სოფელი დატოვა და საცხოვრებლად დედის მშობლებთან გადავიდა.

მამაკაცი, რომელიც წარსულში სამჯერ არის ნასამართლევი, პოლიციამ უკვე დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე პროცესი არსებითი განხილვით დაიწყო. წინასწარი მოსმენა რამდნიმე დღის წინ გაიმართა.

საქმეში ადგილობრივი სოციალური დახმარების სამსახურიც ჩაერთო. მცირეწლოვან გოგონას რეაბილიტაციასა და მდგომარეობიდან გამოსვლაში ფსიქოლოგი დაეხმარება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 141 მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 5 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესჯება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები