16 ოქტომბერი 2019,   16:13
ვრცლად
შარტავას ქუჩაზე ნაპოვნი დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

შარტავას ქუჩაზე ნაპოვნ დაჭრილ მამაკაცს რეგიონალურ ჰოსპიტალში ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, 41 წლის გოჩა ვეფხვაძის მდგომარეობა მძიმეა. 

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ექიმის ალექსი ბალიაშვილის ინფორმაციით, მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ქვედა კიდურებზე, ასევე, გულ-მკერდის ღრუსა და ბარძაყის ქვედა მესამედში. 

ექიმები ვარაუდობენ, რომ ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღითაა მიყენებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები