16 ოქტომბერი 2019,   16:04
ვრცლად
შსს-მ "პარაბელუმის" სისტემის რევოლვერი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინიტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში 1988 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ვ.ჯ. დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს "პარაბელუმის" სისტემის რევოლვერი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები