20 ოქტომბერი 2019,   20:49
ვრცლად
ბათუმში ალექსანდრე ხომერიკის ვარსკვლავი გაიხსნა

ბათუმში, საზაფხულო თეატრის წინ, საქართველოს სახალხო არტისტის ალექსანდრე ხომერიკის ვარსკვლავი გაიხსნა. 

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ალექსანდრე ხომერიკის ოჯახის წევრები, საოპერო დასის წარმომადგენლები და ხელოვანები ესწრებოდნენ. 

„მადლობა იმისთვის, რომ ბათუმში გაიხსნა ჩემი სახელობის ვარსკვლავი, საზაფხულო თეატრის წინ. ეს იყო ჩემი ოცნება და ამიხდა ეს ოცნება! უბედნიერესი კაცი ვარ ამ ქვეყანაზე. ემოციებს ვერ ვმალავ.  ემოციები თითქმის არ დამრჩა. დიდი მადლობა!“ - აღნიშნა ალექსანდრე ხომერიკმა. 

ალექსანდრე ხომერიკი წლების განმავლობაში იყო ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი. მის მნიშვნელოვან ჯილდოებს შორისაა აგრეთვე, რუსთაველისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიები და ღირსების ორდენი.

დღის ამბები