20 ოქტომბერი 2019,   15:32
ვრცლად
ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება ვერ შედგა

ტყიბულში მეშახტეების და ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მეშახტეების თქმით, შეთანხმება ვერ შედგა და მათი პროტესტი გრძელდება. გაფიცულების განცხადებით, ადმინისტრაცია მათ დამატებით დროს სთხოვს, რაც მათთვის მიუღებელია.

ამიტომ მეშახტეებმა პროტესტის გამოსახატად მერიის წინ გადაინაცვლეს. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს და მათ სხვადასხვა დაწესებულებები შეუერთდებიან.

ადმინისტრაციის და მეშახტეების შეხვედრას ქალაქის მერი თემურ ჩუბინიძე ესწრებოდა. მისი თქმით, მეშახტეების მოთხოვნა გასაგებია და ის სოლიდარობას უცხადებს მეშახტეები, ასევე იმედოვნებს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.

დღის ამბები