20 ოქტომბერი 2019,   15:09
ვრცლად
მარნეულში "ჰონდას" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

მარნეულში, "ჰონდას" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. ავტომობილს ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როდესაც ის გაჩერებულ მდგომარეობაში იყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

დღის ამბები