20 ოქტომბერი 2019,   20:09
ვრცლად
"გაიფიცებიან ბაღები, სკოლები და მაღაზიები" - ტყიბულში მეშახტეები მასშტაბური პროტესტის დაწყებას აანონსებენ

ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. გაფიცული მეშახტეები მინდელის სახელობის შახტთან შეიკრიბნენ. ისინი კუთვნილ ხელფასებს და სამომავლო გეგმის გაცნობას მოითხოვენ.

მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან ტყიბულში მასშტაბური პროტესტი დაიწყება და სავარაუდოდ, გაიფიცებიან ბაღები, სკოლები, მაღაზიები. ამ დროისთვის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ქალაქის მერი თემურ ჩუბინიძე ხვდება, შეხვედრაას ესწრებიან მეშახტეებიც.

 საქანახშირში განმარტავენ, რომ მეშახტეების მოთხოვნებთან დაკავშირებით, მათი განცხადება გავრცელდება. ტყიბულის შახტებში დაახლოებით 1000-მდე მეშახტე მუშაობს. ამ დრომდე შახტებში 30-მდე მეშახტე რჩება, ისინი პროტესტის უკიდირეს ფორმას მიმართავენ, შიმშილობენ და ხელფასის გადახდამდე შახტიდან ამოსვლას არ აპიორებენ.

დღის ამბები