20 ოქტომბერი 2019,   15:33
ვრცლად
"15 წუთი ცოცხალი იყო, სანამ სასწრაფო მოვიდა დაიღუპა" - ახალი დეტალები ვარკეთილში მომხდარ შემთხვევაზე

რა გახდა 16 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი - გამოძიება უბედური შემთხვევისა და თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

მეზობლების ინფორმაციით, ისინი გარეთ მას შემდეგ გავიდნენ, რაც მათ ახალგაზრდა გოგოს ყვირილის ხმა გაიგეს.

"ბავშვის წინ დაეცა, ამ ეზოში ცხოვრობს და კიოდა მთელი ხმით, მაგის ხმაზე გავედი და ბიჭი ქვემოთ ეგდო, 15 წუთი სუნთქავდა სანამ სასწრაფო მოვიდა დაიღუპა, ასე ამბობენ, რომ ვიღაც ბავშვებთან ერთად იყოვო, მაგრამ მე არ დამინახავს. საერთოდ აქ ამხანაგები ცხოვრობდნენ და იმათთან მოდიოდა ხოლმე მე ესე ვიცი,"- ამბობს კურიერთან საუბარში მზია ქიტიშვილი.

მე-11 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი 9 სართულიანი კორპუსის ეზოში გვიან ღამით ნახეს.

პოლიციამ საქმე 115-მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები