20 ოქტომბერი 2019,   15:10
ვრცლად
7 ნაბიჯი სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად - ანა დოლიძის ინიციატივით საჯარო დისკურსიები მოეწყობა

რეალური ნაბიჯები თავისუფალი სასამართლოსთვის - ამ თემაზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინიციატივით საჯარო დისკუსიები მოეწყობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, აუცილებელია აქტიური მუშაობა სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისთვის. ანა დოლიძე დისკუსიის მონაწილეებს თავისუფალი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის 7 ძირითად ნაბიჯს სთავაზობს.

დოლიძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება, პროკურორებისა და მოსამართლეების შემოწმება და  პრეცედენტური სამართლის შემოღებაა აუცილებელი.

დავით უსუფაშვილის აზრით, საჭიროა უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაუქმება და ერთი, მაღალი ნდობითა და რეპუტაციით მოსარგებლე მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლოს ჩამოყალიბება.

დღის ამბები