20 ოქტომბერი 2019,   20:06
ვრცლად
ლიონელ მესი 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ბარსელონას და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლიონელ მესი 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. "FIFA"-ს წლის დაჯილდოება მილანის ლა სკალაში გაიმართა. 

წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად "ბარსელონას" თავდამსხმელი საფეხბურთო სამყარომ ერთხმად აღიარა.

მეორე ადგილზე კრიშტიანო რონალდო, მესამეზე კი ლივერპულის მცველი ვირგილ ვან დეიკი გავიდა. წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი აღიარეს.

2019 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის პრიზი ამერიკელ მეგან რაპინოს გადაეცა, რომელმაც თანამემამულე ალეკს მორგანს და ინგლისელ ლუსი ბრონზის აჯობა.

დღის ამბები