20 ოქტომბერი 2019,   16:43
ვრცლად
მსოფლიო ლიდერები ირანს საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ

საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი ირანს საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ.

მერკელი, მაკრონი და ჯონსონი მხარს უჭერენ მიმდინარე გამოძიებას, რომლის მიზანი მიტანილი იერიში თაობაზე დამატებითი დეტალების დადგენაა. ლიდერები ოფიციალურ თეირანს მოლაპარაკებებზე დათანხმებისკენ მოუწოდებენ.

საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმაში ირანი თავდაპირველად აშშ-მა და საუდის არაბეთმა დაადანაშაულეს.

დღის ამბები