20 ოქტომბერი 2019,   16:19
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულების პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულების - მორის მაჩალიკაშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძის, ილია მემანიშვილის და გოგი ქურდოვანიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. პროცესის პარალელურად კი სასამართლოსთან მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - შეკრებილების თქმით, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტმატიმრები, რომლებსაც რეალურად არა ძალადობას, არამედ რუსული ოკუპაციის გაპროტესტებას ედავებიან. 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდასაჭერად აქცია გუშინაც გაიმართა.

 

დღის ამბები