20 ოქტომბერი 2019,   16:32
ვრცლად
გაეროს გენასამბლეის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს ჯანდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

გაეროს გენასამბლეის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი შეერთებული შტატების ჯანდაცვის სახელმწიფო მდივანს და გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სახელმწიფო მდივანმა ალექს აზარმა შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავ  გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოში ჯანდაცვის გასაძლიერებლად.

როგორც განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ჯოენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ბავშვთა ონკოლოგიის კლინიკა ჩამოყალიბდება, რომელსაც პირველ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო დააფინანსებს.

დღის ამბები