20 ოქტომბერი 2019,   16:08
ვრცლად
მკვლელობა თელავში - ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული კომატოზურ მდგომარეობაშია

თელავში, 48 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული კაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურა საჩიშვილი განმარტებით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობები სახის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს რამდენიმე საათიანი ქირურგიული ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა და ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

შეგახსენებთ, გუშინ, ჭონქაძის ქუჩაზე, რევაზ კეკელიძემ სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილი მეუღლეს, ცეცდხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა და მოკლა. რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანებები მიიყენა.

მომხდარზე გამოძიება, 109 - ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

დღის ამბები