20 ოქტომბერი 2019,   15:44
ვრცლად
შეწყალებების საქმე - გენერალურ პროკურატურაში მოკლული გიორგი ქოიავას მამა, თამაზ ქოიავა გამოკითხვაზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში მოკლული იოსებ ქოიავას მამა, თამაზ ქოიავა გამოკითხვაზე მივიდა.
ქოიავას უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს. მოკლულის მამისთვის უცნობია, კონკრეტულად რა მიმართულებით დაუსვამენ მას საგამოძიებო ორგანოში კითხვებს. თამაზ ქოიავა არ გამორიცხავს, რომ შეწყალებების საქმეში დიმიტრი გაბუნია ფიგურირებდეს, თუმცა შვილის მკვლელის შეწყალებაზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტს აკისრებს.

თამაზ ქოიავა საგამოძიებო უწყების მხრიდან დროულ და კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

დღის ამბები