20 ოქტომბერი 2019,   20:35
ვრცლად
ე.წ. ბორდერიზაცია და გახშირებული გატაცებები - დავით ზალკალიანის ვიზიტი გაეროში 

საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში, გენერალურ ასამბლეაზე, ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს. დავით ზალკალიანი ე.წ. ბორდერიზაციის და სხვა უკანონო პროცესებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო საგუშაგოს აღმართვასა და მოსახლეობის გახშირებული გატაცებების ფაქტებს შეეხება. 

გაეროში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი სიტყვით გამოვა ევროკავშირის ინიციატივის - "Good Human Rights Stories"- ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელზეც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილება.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართება დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამი - მინისტერიალი. დავით ზალკალიანი ასევე შეხვედრას გამართავს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების პოლიტიკურ დირექტორებთან.

"აგვისტოდან მოყოლებული, ყველაზე უფრო მწვავე საკითხი, რაც ჩვენს დღის წესრიგში არის, ის უკანონო ბორდერიზაცია და რომელიც მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ამ წუთებშიც. როდესაც ვსაუბრობ, ჩვენთვის ეს არის ყველაზე მწვავე საკითხი. ბუნებრივია, ჩვენ მათთან გვექნება დისკუსია, ამ ფონზე, მეტად გართულებულ ფონზე, რაც მეტად დამატებითი მექანიზმები და ფორმატები იყოს გამოყენებული" - აცხადებს დავით ზალკალიანი.

 

 

 

დღის ამბები