20 ოქტომბერი 2019,   15:23
ვრცლად
შეწყალების უფლების მოსალოდნელ შეზღუდვას NGO-ები პრეზიდენტის ინტიტუტის დასუსტებად აფასებენ

შეწყალების საქმესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან შესაძლო ცვლილებებს არასამთავრობოები ეხმაურებიან. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ქმედებით პრეზიდენტის ხელში არსებული გავლენები ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ხელში მოექცეს. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ მსგავსი ცვლილებები დიდ დარტყმას მიაყენებს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

„ხელისუფლების სხვა შტოსთვის რეგულაციების დაწესება, ავტომატურად აძლიერებს ხელისუფლების სხვა შტოებს, მათ შორის შეწყალების ინსტიტუტსაც შესაძლოა შეუზღუდოს გავლენის ფარგლები. მაგრამ ეს ჯერ ძალიან თეორიული საკითხია, ჯერ ჩვენ არც მოგვისმენია რა ტიპის რეგულაციები შეიძლება იყოს“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საუბარი უნდა იყოს არა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, არამედ უფლებამოსილების კეთილსინდისიერად განხორციელებაზე, რაც ყველა საჯარო მოხელის ვალდებულებას წარმოადგენს:

„ის რაც მოხდა და რაც ჩვენ ვნახეთ, ცხადია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ეს შესაძლოა გამოყენებული იყოს თავად პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ“- განაცხადა სულხან სალაძემ.

დღის ამბები