20 ოქტომბერი 2019,   20:19
ვრცლად
5000$ შსს-ში დასაქმების სანაცვლოდ - სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს, მისი ნდობა მოიპოვა და  დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებაში დაეხმარებოდა.

ბრალდებული  მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 3 500 ლარის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 

დღის ამბები