20 ოქტომბერი 2019,   20:44
ვრცლად
"ან გადმოხტა ან გადმოაგდეს" - ახალი დეტალები ვარკეთილში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ

ამ დრომდე უცნობია რა გახდა ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილის მიზეზი ვარკეთილში.

მეზობლები მომხდარის შესახებ "კურიერთან" საუბრობენ და თვითმკვლელობას გამორიცხავენ. ადგილობრივების განცხადებით გარდაცვლილი სპორტსმენი იყო და შემთხვევის  ადგილიდან მოშორებით ცხოვრობდა.

"შევტრიალდი სკამზე დავჯექი და წამის მეასედში ბრაგვანი გავიგე, რომ გამოვიხედე უკვე დაბლა ეგდო და გოგო წიოდა გადმოვარდნილი არ არის, რომ გადმოვარდნილიყო კორპუსის "ზონტიკს" ან კიდევ მანქანას დაეცემოდა, ან გადმოხტა  ან გადმოაგდეს"- აცხადებს მეზობელი.

"არავინ არაფერი არ იცის საერთოდ,  იდეალური ოჯახის შვილი და იდეალურად მოწესრიგებული ბიჭი იყო. ამ კორპუსში არ ცხოვრობდა ქვემოთ  ცხოვრობდა სპორტსმენი ბავშვი იყო თავის მოკვლას არასდროს იფიქრებდა," -  ამბობენ ადგილობრივები.

უბედური შემთხვევა ვარკეთილში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ცნობით, მოზარდი სტადიონზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, რაიმე შელაპარაკებას ან სხვა სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

დღის ამბები