20 ოქტომბერი 2019,   15:35
ვრცლად
აფგან მუხთარლიმ შიმშილობა დაიწყო

აზერბაიჯანის კოლონიაში მყოფმა გამომძიებელმა, ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ შიმშილობა დაიწყო. მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მისი მეუღლე სამარტოო კამერაში გადაიყვანეს და სხვა პატიმრებისგან იზოლირებულია. პროტესტის ნიშნად ჟურნალისტმა უკვე ორი დღეა რაც შიმშილობა დაიწყო. 

ლეილა მუსტაფაევას განმარტებით, მის მეუღლეს დიაბეტი აქვს, შესაბამისად შიმშილობა მისი სიცოცხლისთვის რისკის შემცველია. მუსტაფაევას თქმით, აფგან მუხტარლის გარდაცვალების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ხელისუფლებას დაეკისრება, რადგან ის გაიტაცეს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ინსტრუქციებით აზერბაიჯანში არალეგალურად გადაიყვანეს.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, მეორე დღეს კი იგი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მუხთარლი ამ ბრალდებით გაასამართლეს და მას ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დღის ამბები