20 ოქტომბერი 2019,   15:24
ვრცლად
აქცია მერიასთან - დევნილები და სოციალურად დაუცველები ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ

აქცია მერიასთან - დევნილები და სოციალურად დაუცველები ბინებით უზრუნველყოფასა და  თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში მერიის შენობაში იმყოფებოდნენ.  როგორც დევნილები ამბობენ, პროტესტს საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესრულებამდე გააგრძელებენ.

"ცინიზმის მეტი არაფერი მიგვიღია, მაშინ ჩვენ ანალოგიურად მათი მეთოდებით ვპასუხობთ, თუ დაგვამცირა მერმა, ჩვენც არ დავტოვებთ ამ შენობას, სხვა დევნილებიც შემოგვიერთდებიან და პარალიზებას გავუკეთებთ შენობას" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები მერიისგან პასუხს ელოდებიან. 

აქციის მონაწილეებმა მერიის წინ კარავიც გაშალეს, თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან.

დღის ამბები